თავში

"ფაიზერის" მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება

"ფაიზერის" მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება
ფაიზერის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება

"ფაიზერით" მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეს განახლდება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მათ, ვინც ვაქცინის ერთი დოზა უკვე მიიღო, აცრის სასურველი თარიღის დაჯავშნა 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. 

"მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე. მოგმართავთ თხოვნით, რომ „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ, სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე, თუმცა აქ რა თქმა უნდა, მოქალაქეებს ვაძლევთ მოქნილობას და მათ ამ ჯავშნის მიღების შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა, შეცვალონ თარიღი და კლინიკა, შედარებით მოგვიანებით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system