თავში

ფალსიფიკაციაზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიტაციაზე - ოდიშარია

ფალსიფიკაციაზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიტაციაზე - ოდიშარია
ფალსიფიკაციაზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიტაციაზე - ოდიშარია

დეპუტატი ბექა ოდიშარია ოპოზიციის ნაწილს დაძაბულობის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.

მისი თქმით, უმჯობესი იქნება თუ ისინი, ჟივილ-ხივილსა და ყალბი განცხადებების გაკეთების ნაცვლად რეალური შედეგების მიღებისთვის მედიტაციაზე გადავლენ.

"ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩამოსვლას, განსაკუთრებით კი ზოგიერთი ოპოზიციონერის ყალბ ჟივილ-ხივილს უნდა გამოვეხმაურო, ასე ქვიათ ჯერჯერობით. ჩვენი ქვეყნის უბედურებაა, რომ ზოგიერთს ჰქვია ოპოზიციური პარტია და მისი ლიდერი. მაგალითად, შალვა ნათელაშვილი - ამ ადამიანისთვის ტყუილი ბუნებრივი მდგომარეობაა. არაერთხელ და ორჯერ მომისმენია ჩემს თავზეც. იმდენ სისულელეს ლაპარაკობს, პასუხის გაცემაც არ ღირს, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. 

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მოვუწოდებ, ჟივილ-ხივილსა და ყალბი განცხადებების გაკეთებას, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციაზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიტაციაზე და გადმობრძანდით შედეგის მიღებაზე. ეს იქნება პასუხი და ეს იქნება ნამდვილი პასუხი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის. ჩვენ გარკვევით გვითხრეს, კი ნუ ჩხუბობთ და უყვირით ერთმანეთს, მიხვდით ბოლოს და ბოლოს, რომ ერთმანეთზე მოქნეული ხელი ხვდება ჩვენს საერთო სახელმწიფოს," - განაცხადა ბექა ოდიშარიამ. 

დეპუტატი, სავარაუდოდ მედიაციას გულისხმობდა, რომელისკენაც გუშინ მხარეებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system