თავში

ფანჯარა შეღებეს, დაბურეს და წერილის გამოტანა აკრძალეს - კობა ნაყოფია

ფანჯარა შეღებეს, დაბურეს და წერილის გამოტანა აკრძალეს - კობა ნაყოფია
ფანჯარა შეღებეს, დაბურეს და წერილის გამოტანა აკრძალეს - კობა ნაყოფია

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისა და სენაკის მერობის კანდიდატის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მნახველებს ციხიდან წერილს აღარ გაატანენ. 

როგორც ექსპრეზიდენტის მონახილების შემდეგ კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან განმარტა, სააკაშვილისგან წერილის მიღების საშუალება იქნება ფოსტა, ან ადვოკატი.

"მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები, ანუ მისი ხმის ეშინიათ. ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს, ჩაკეტეს ისე, რომ გარედან კამერამ ვერ დააფიქსიროს. ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი.

დღევანდელი ამბავია ის, რომ მასთან მიმსვლელს წერილსაც კი არ ატანენ. როცა შევდიოდი, გამაფრთხილეს, რომ წერილის გამოტანა არ შეიძლება და ეს შეიძლება, გაიგზავნოს მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მისგან წერილები, იქნება ფოსტა, ან ადვოკატი", - თქვა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system