თავში

ფილიპ რიკერი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს

ფილიპ რიკერი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს
ფილიპ რიკერი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოშია. 

ფილიპ რიკერი ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. ის თავდაპირველად მრგვალი მაგიდა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

რიკერი შეხვდება ქვეყნის პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. განიხილავენ პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხებს.

დღის მეორე ნახევარში ის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრესკონფერენციას გამართავს. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის მიზანი ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების პროგრესი და რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვაა. ფილიპ რიკერი საქართველოს გარდა აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის მიზანი ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების პროგრესი და რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვაა.

„სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილე რიკერი საქართველოში მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს, რათა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხები განიხილონ,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სომხეთსა და აზერბაიჯანში ფილიპ რიკერი შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს ლიდერებს და შეხვედრებზე განიხილავენ ორმხრივ პრიორიტეტებს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system