თავში

Freedom House: მივესალმებით საქართველოში საარჩევნო რეფორმის წარმატებას

Freedom House: მივესალმებით საქართველოში საარჩევნო რეფორმის წარმატებას
Freedom House: მივესალმებით საქართველოში საარჩევნო რეფორმის წარმატებას

მივესალმებით ახალ ამბავს საქართველოს მიერ საარჩევნო რეფორმის წარმატებით მიღებაზე, - ამის შესახებ ორგანიზაცია, „ფრიდომ ჰაუსის” ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, მარკ ბეჰრენდტმა საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მივესალმებით ახალ ამბავს საქართველოს მიერ საარჩევნო რეფორმის წარმატებით მიღებასთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მნიშვნელოვანი კომპრომისი საქართველოს საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პლურალიზმისა და ნდობის გაძლიერებას გამოიწვევს. ეს ნაბიჯი ასევე ასახავს საქართველოს საზოგადოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წვლილს, რომლებიც რეფორმირების მოთხოვნით მრავალთვიან წარმატებულ კამპანიას აწარმოებდნენ”, – აღნიშნავს მარკ ბეჰრენდტი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system