
"შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" საარჩევნო ბარიერის ზღვარზეა. ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების მიხედვით მას 17 626 ხმა აქვს მიღებული.
ამ დროისთვის, დათვლილია 1 758 835 ამომრჩავლის ხმა. მონაცემით, როდესაც ხმების 91.81%-ის შედეგია ცნობილი, საარჩევნო ბარიერი 17 588.35 ხმაა.
"ლეიბორისტული პარტია" მას მხოლოდ 38 ხმით ძლევს.
იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილი 8.09%-ის ხმების დათვლამ მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა საბოლოო შედეგებში, შესაძლებელია, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტს მიღმა დარჩეს.