
პარლამენტმა ლევან მგალობლიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. დეპუტატს, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობაში შოთა შალელაშვილი ჩაანაცვლა, მხარი 104-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სადეპუტატო უფლებამოსილება შალელაშვილს მიმდინარე კვირას შეუწყდა. მან დეპუტატის მანდატზე უარი თავად განაცხადა.
შორენა სურმანიძე
ავტორი