თავში

გადაუხდის თუ არა ნიკა მელიას ევროკავშირი გირაოს - კარლ ჰარცელის განმარტება

გადაუხდის თუ არა ნიკა მელიას ევროკავშირი გირაოს - კარლ ჰარცელის განმარტება
გადაუხდის თუ არა ნიკა მელიას ევროკავშირი გირაოს - კარლ ჰარცელის განმარტება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის საკითხს განიხილავს.

 „ეს საკითხი ამჟამად განიხილება და ვნახავთ, როგორ განვითარდება მომდევნო დღეებში იმის გათვალისწინებით, რომ უნდა გადავლახოთ შეთანხმების განხორციელების პირველი დაბრკოლებები, რაც შეთანხმებაში გაწერილ უფრო მნიშვნელოვან რეფორმებამდე მიგვიყვანს“, – განმარტა ჰარცელმა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მიმდინარეობს დისკუსია ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია.

„როგორც ვიცით, ახლა პარლამენტში განსახილველად ორი კანონპროექტია. ვფიქრობ, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში დისკუსიები მიმდინარეობს და წინსვლაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია.

ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ იმ სხვადასდვა კანონპროექტზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მუშაობითა და პარტიებს შორის დისკუსიებით არის წინსვლა საერთო აზრისკენ, რამდენად სწრაფადაც შესაძლებელია, რომ წინ წავიდეს“, – აღნიშნა ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system