თავში

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება საქართველოს შესახებ

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება საქართველოს შესახებ

 რუსეთის შეიარაღებული ძალების განგრძობადი ყოფნა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. სუვერენიტეტის აღიარება არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ისევე როგორც საერთაშორისო წესრიგის ნორმებს, - ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადებაშია ნათქვამი.

ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ირლანდიის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია რომ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ამ კვირაში აღინიშნება 12 წელი 2008 წლის რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის დაწყებიდან. გვახსოვს ისინი, ვინც დაიღუპა, ვინც სახლი დაკარგა და ვწუხვართ იმ მცირე პროგრესის გამო, რომელიც კონფლიქტის გადასაჭრელად 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების შემდეგ იქნა მიღწეული.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის შეიარაღებული ძალების განგრძობადი ყოფნა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. სუვერენიტეტის აღიარება, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ისევე როგორც საერთაშორისო წესრიგის ნორმებს. ის კიდევ უფრო ჰყოფს საზოგადოებას და რისკის ქვეშ აყენებს ჯანდაცვასა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას.

ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციით ბოლო წლის განმავლობაში, მათ შორის COVID-19-ის გლობალური პანდემიის დროს. ამ ისედაც სირთულებიით სავსე დროს, დე ფაქტო ხელისუფლებები ეფექტურად ახორციელებენ სასაზღვრო კონტროლს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და განაგრძობენ თვითნებურ დაკავებებს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. 

ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთის მიერ დეზინფორმაციული კამპანიის გამო პანდემიასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისევე, როგორც ყალბი პროპაგანდის გამო, ლუგარის ცენტრის მიერ გაწეულ სამსახურთან დაკავშირებით, რომელმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა.

 ჩვენ დღეს კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება მოიცავს რუსეთის მხრიდან ვალდებულებას, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ასევე ავალდებულებს მხარეებს, დაამყარონ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები.

მიუხედავად შერიგების თაობაზე მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ მიცემული თავდაპირველი დაპირებისა, ჩვენ ვწუხვართ რუსეთის მხრიდან ვალდებულებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში პროგრესის არარსებობის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებებს, უზრუნველყონ შეუფერხებელი წვდომა ამ რეგიონებთან შესაბამის ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლება დამცველ აქტორებისთვის და სხვა პირებისთვის“, – აღნიშნულია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system