თავში

"გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ სიის პირველი ნომერი ცნობილია

"გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ სიის პირველი ნომერი
გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ სიის პირველი ნომერი ცნობილია

თინა ბოკუჩავას განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშიას“ სიის პირველი ნომერი, 82 წლის ცნობილი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე იქნება.

ბოკუჩავს თქმით, მათ მიერ წარმოდგენილი სიის ათეული გამარჯვების ფორმულა იქნება.

„დღეს დავარეგისტრირეთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ სახელით სია, რომელიც არის გამარჯვების სია იმიტომ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში იბრძოლებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის. მე მინდა გაგაცნოთ ამ სის ათეული: ამ სისი პირველი ნომერი არის ბუბა კიკაბიძე, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, დევი ჭანკვეტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი და ხათუნა სამნიძე. ეს არის ჩვენი გამარჯვების ფორმულა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system