თავში

გახარია: ქვეყანაში აუცილებელი საჭირო მარაგები არსებობს

გახარია: ქვეყანაში აუცილებელი საჭირო მარაგები არსებობს
გახარია: ქვეყანაში აუცილებელი საჭირო მარაგები არსებობს

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში აუცილებელი საჭირო მარაგები არსებობს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამედიცინო აღჭურვილობის რაოდენობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.

მისი თქმით, არსებობს საჭირო მარაგები, რომელიც მუდმივად ივსება.

„ჩვენ მთავრობის დონეზე გამოვყავით რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის მიმართულება, რაზეც ვთქვით, რომ ეს ის სისტემური მიმართულებებია, რომელთა სწორად მართვის პირობებში ჩვენ „კოვიდ-19“-ს გავუმკლავდებოდით და ვთქვით, რომ პირველი იყო ჯანმრთელობა, მეორე – მარაგების მართვა და აქ შედის სწორედ სამედიცინო მარაგების მართვაც. ეს ჩაბარებული აქვს ლევან დავითაშვილს და მინდა გითხრათ, რომ სულ უკეთ და უკეთ მიმდინარეობს ეს პროცესი და დღეს არსებობს საჭირო მარაგები და ეს მარაგები მუდმივად ივსება. სწორედ ამიტომ გახლდით ჩვენ დღეს ბათუმის პორტში და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საპორტო ინფრასტრუქტურა არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არც ერთი წუთით არ გაჩერდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system