თავში

გახარია "ოცნებას" და ენმ-ს სამმხრივ მოლაპარაკებას სთავაზობს

გახარია "ოცნებას" და ენმ-ს სამმხრივ მოლაპარაკებას სთავაზობს
გახარია ოცნებას და ენმ-ს სამმხრივ მოლაპარაკებას სთავაზობს

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" მის პარტიას ფარულ მოლაპარაკებას სთავაზობენ. კერძოდ, გახარიას თქმით, საკრებულოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით როგორც მმართველი გუნდი, ისე ენმ მას სთხოვენ, კონკრეტულ კანდიდატურებს მხარი დაუჭიროს.

ამსთან, გახარია აცხადებს, რომ  "ოცნება" მათი პარტიის წარმომადგენლების გადასაბირებლად სხვადასხვა "ბინძურ მეთოდებსაც" მიმართავს. 

გახარის თქმით, ფარული მოლაპარაკების ნაცვლად, ის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" საკრებულოების თავმჯდომარეების არჩევის საკითხზე ღია, სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობს.

"ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადამწყვეტი ხმა გვქონდეს როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე თავმჯდომარის არჩევაში. ამ მიზნით სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ "ოცნება", ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობა" გვთავაზობს და ცდილობს, ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში, მიაღწიონ ჩვენთან შეთანხმებას იმისთვის, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს საკრებულო, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. 

გარდა ამისა, "ოცნება" ცდილობს ჩვენი საკრებულოს წევრებზე ზემოქმედებით, სხვადასხვა ბინძური მეთდებით, მათ გადაბურებას. ეს ქმედებები მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს მსხვილ მუნიციპალიტეტებში ერთპარტიული საკრებულოები, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ის დავალება, რომელიც ამომრჩეველმა მოგვცა - ვებრძოლოთ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას.

მეორეს მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა არ შეიქმნას კრიზისი მუნიციპალიტეტების დონეზე. ქალაქებმა უნდა იფუნქციონირონ, საკრებულომ უნდა იფუნქციონიროს. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ "ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას", ღია ფორმატში, სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება", - თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას განცხადებით, თუ სამმრხივ ფორმატში მხარეები შეთანხმდებიან, პარტია "საქართველოსთვის" შერჩეულ კანდიდატებს მხარს უპირობოდ დაუჭერს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალთა ბალანსის პრინციპით იმოქმედებს. . 

"ჩვენ მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ საკრებულოში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, მივცეთ ორ ძალას შესაძლებლობა, მოილაპარაკონ ისე, რომ საკრებულოები ყველგან იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული. თუ ამ ფორმატში რომელიმე მხარე არ ისურვებს მონაწილეობას მიღებას ან ვერ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ჩვენ ვიმოქმედებთ იგივე ჩვენთვის ფუნდამენტური პრინციპით - ძალთა ბალანსის, რომ არ დავუშვათ არცერთ მუნიციპალურ დონეზე ძალაუფლების კონცენტრაცია ერთპარტიული საკრებულოების ფუნქციონირება", - აღნიშნა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system