თავში

გახარია: ზუგდიდის წარმატება აფხაზეთის წარმატებაა

გახარია: ზუგდიდის წარმატება აფხაზეთის წარმატებაა
გახარია: ზუგდიდის წარმატება აფხაზეთის წარმატებაა

"ზუგდიდი არის სამეგრელოს წარმატების გასაღები. დღეს აქ, საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს, ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არ არის მხოლოდ მეგრელების წარმატება, ან საქართველოს წარმატება, ეს არის აფხაზეთის წარმატება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის წარდგენისას განაცხადა. 

მან სიტყვით გამოსვლისას ვეტერანებსაც მიულოცა "ვეტერანთა დღე" და აღნიშნა, რომ მათი შრომა დაფასებული უნდა იყოს. 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, თითოეული წარმატებული პროექტი ამ აქალაქში და ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, როგორ ლამაზდება დღითიდღე ზუგდიდი, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი შერიგებისკენ. ჩვენ დღეს „ვეტერანების დღეს“ აღვნიშნავთ და მინდა ქედი მოვიხარო თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც თავი გასწირა საქართველოს ერთიანობისთვის და ასევე იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც დღესაც იბრძვიან ამ ერთიანობის მისაღწევად. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შრომით და მშვიდობიანად უნდა გავაკეთოთ და შრომის ფასი ყველაზე კარგად სამეგრელოში იციან. ეს კარგად ჩანს იმ საწარმოებში, იმ სასტუმროებში, სოფლის მეურნეობის იმ პროექტებში, რომელიც აქ ხორციელდება“, - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system