თავში

გახარია: სამხრეთ კავკასიაში კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია

გახარია: სამხრეთ კავკასიაში კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია
გახარია: სამხრეთ კავკასიაში კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია

დიდი მნიშვნელობა ექნება მომავლისთვის იმ რეგიონალურ ცვლილებებს და რეგიონულ განვითარებას, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით და საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ელჩების კონფერენცია 2020-ზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, კეთილმეზობლური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„აქ ხაზგასმით იყო აღნიშნული ის მნიშვნელობა, რაც მომავლისთვის ექნება იმ რეგიონალურ ცვლილებებს და რეგიონულ განვითარებას, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით. აქაც, რა თქმა უნდა, ჩვენ დიპლომატიას მადლობა უნდა გადავუხადოთ. საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა, რამეთუ მოგეხსენებათ, კეთილმეზობლური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი ჩვენი ქვეყნისთვის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ნეიტრალიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system