თავში

გახარიას გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტს უერთდება

გახარიას გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტს უერთდება
გახარიას გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტს უერთდება

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული 6-ვე დეპუტატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს უერთდება.

მათგან 4 დეპუტატი - გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე შეთანხმების ტექსტს დღეს ხელს მოაწერს. რაც შეეხება ალექსანდრე მოწერელიას, დეპუტატი თბილისში არ იმყოფება, მიხეილ დაუშვილს კი COVID- 19 აქვს.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ღიაა პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს როგორც ინიდივიდუალურად, ასევე პარტიის სახელით შეუძლიათ ევროკავშირის ოფისში მისვლა და შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ 5-პუნქტიან დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system