თავში

გახარიას გუნდმა "ქართულ ოცნება" დატოვა

გახარიას გუნდმა "ქართულ ოცნება" დატოვა
გახარიას გუნდმა ქართულ ოცნება დატოვა

"ქართულ ოცნებას" 6 დეპუტატი ტოვებს და გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე გადადის, - ამის შესახებ გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ხოჯევანიშვილთან ერთად პარტიას, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე და მიხეილ დაუშვილი ტოვებენ. ისინი პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით განაგრძობენ მუშაობას. 

"ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე და ახალ ფაზაზე. შესაბამისად, ვტოვებთ "ქართულ ოცნებას" და ამ ეტაპზე, პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system