თავში

გახარიას პარტია ბათუმში კანდიდატებს სტუმრების გარეშე წარადგენს

გახარიას პარტია ბათუმში კანდიდატებს სტუმრების გარეშე წარადგენს
გახარიას პარტია ბათუმში კანდიდატებს სტუმრების გარეშე წარადგენს

პარტია „საქართველოსთვის“ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე ბათუმში კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას მოწვეული მხარდამჭერების და სტუმრების გარეშე ჩაატარებს - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ მძიმე კოვიდვითარებაა და ფაქტობრივად არანაირი პასუხისმგებლობის გამოვლინებას ჩვენ ხელისუფლებისგან ვერ ვხედავთ, ჩვენ დღეს ბათუმში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება კანდიდატების წარდგენის და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩავატაროთ შეცვლილი ფორმატით - მოწვეული სტუმრების და დამსწრე მოქალაქეების გარეშე. მე მინდა ჩვენს მხარდამჭერებს მოვუბოდიშო და მოვუწოდო - არსებული კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე ვთხოვო მათ, რომ ნუ მივლენ ღონისძიებაზე. აქვე მინდა მთელ საქართველოს მოვუწოდო, მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება მეტად დავიცვათ რეგულაციები - პირბადე დისტანცია და რაც შეიძლება სწრაფად ავიცრათ" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system