თავში

,,გამყალბებლებო" - ხმაური ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან

,,გამყალბებლებო" - ხმაური ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან
,,გამყალბებლებო - ხმაური ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან

ხმაური და დაძაბული ვითარებაა, ისანში, მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე ოპოზიციის წევრები ხატია დეკანოიძე და ლანა გალდავა იმყოფებიან. "გამყალბებლებო" - სკანდირებენ აქტივისტები.

"გადაწყვიტეს რომ ჩვენი საჩივრები არ განიხილონ ასეთი მითითება აქვთ ისანში არსებულ გაყალბებაზე. ყველა უბანზე აკლია ბიულეტენები. მოიპარეს საქართველოს არჩევანი. მაინც დავიცავთ ამ არჩევნებს, მაინც ჩატარდება ახალი არჩევნები და მაინც ჩამოიშლება ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები შენობაში შესვლას და საჩივრების განხილვაზე დასწრებას ითხოვენ. შენობის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.

ხატია დეკანოიძე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს აქციის მონაწილეებთან შეხვედრისკენ მოუწოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system