თავში

გამყრელიძე: თუ ეს სიტუაცია შევინარჩუნეთ არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება

გამყრელიძე: თუ ეს სიტუაცია შევინარჩუნეთ არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება
გამყრელიძე: თუ ეს სიტუაცია შევინარჩუნეთ არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება

დღეს ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. თუ ეს სიტუაცია ჩვენ შევინარჩუნეთ არჩევნების ჩატარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება , - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. 

„დღეს იყო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. დღეს განვიხილეთ პრინციპების დონეზე წარმოდგენილი დოკუმენტი, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, როგორ უნდა მისცენ ხმა კოვიდინფიცირებულებმა, კარანტინში მყოფებმა და ასევე თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა. ეს პრინციპები დაკონკრეტდება ცესკო-ს შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რომელიც შემუშავდება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. აქ საუბარია, როგორც ამომრჩევლის უსაფრთხოებაზე, რომ დაცული იყოს მისი უსაფრთხოება, ასევე საარჩევნო კომისიის წევრების უსაფრთხოებაზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები, იმ ნორმატიულ აქტებში მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ, რომელიც ცესკო-მ უნდა შეიმუშაოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system