თავში

განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა - ღარიბაშვილი

განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა - ღარიბაშვილი
განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა - ღარიბაშვილი

განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მეზობლები და მეგობრები ვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთობლივი პროექტები და ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულება ორ ქვეყანას აძლევს მოტივაციას და შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ერთობლივი პროექტები გახორციელდეს.

„ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ. ჩვენ გვავს განსაკუთრებული მეგობრობა თქვენი ხალხის, თქვენი ქვეყნის მიმართ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს დიდ პატივისცემას და ძმობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system