თავში

განიხილება თუ არა აჩი არველაძე მერობის კანდიდატად გახარიას პარტიაში?! - ქემოკლიძე განმარტავს

განიხილება თუ არა აჩი არველაძე მერობის
განიხილება თუ არა აჩი არველაძე მერობის კანდიდატად გახარიას პარტიაში?! - ქემოკლიძე განმარტავს

არჩილ არველაძე გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" მხრიდან თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება. ამის შესახებ ირაკლი ქემოკლიძემ "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, პარტიაში გიორგი გახარიას კანდიდატურაზეც მსჯელობენ, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ ყოფილი პრემიერი თვითმმართველობის არჩევნებში ჩართონ. 

„ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ.

განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე", - განაცხადა ირაკლი ქემოკლიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system