თავში

ღარიბაშვილი: აგვისტოს ომის დროს მილიარდ ლარამდე ღირებულების შეიარაღება გაქრა

ღარიბაშვილი: აგვისტოს ომის დროს მილიარდ ლარამდე ღირებულების შეიარაღება გაქრა
ღარიბაშვილი: აგვისტოს ომის დროს მილიარდ ლარამდე ღირებულების შეიარაღება გაქრა

2006- 2009 წლებში, მაშინ როდესაც კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, ხდებოდა გამალებული შეიარაღება და შეიარაღების შესყიდვა. დაახლოებით მილიარდ ლარამდე ღირებულების შეიარაღება ომის დროს უბრალოდ გაქრა. არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს შეიარაღება ჩვენ ჯარს ჰქონდა, დღეს არ გაგვაჩნია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი გადრიცხვა ოფშორულ კომპანიებში, თვალთმაქცური გარიგებების საფუძველზე ირიცხებოდა.

„მილიარდობით ლარი იქნა მიმართული არაერთი შეიარაღების სისტემების შესასყიდად და შედეგად მივიღეთ ის, რომ 2008 წელს, როდესაც ის ტრაგიკული მოვლენები განვითარდა, ჩვენმა ჯარმა მიიღო არნახული ზიანი და ზარალი. ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა, შეიარაღება უბრალოდ აორთქლდა, დაიკარგა. გვაქვს ლეგიტიმური კითხვები, იყო თუ არა ნამდვილად ეს შეიარაღება ჩვენ ჯარში, ვინაიდან არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შესყიდვა განხორციელდა ფიქტიურად. ანუ, ფიქტიურად ხდებოდა ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის გადარიცხვა ოფშორულ კომპანიებში, თვალთმაქცური გარიგებების საფუძველზე. თითქოს, ამა თუ იმ შეიარაღების შეძენასთან დაკავშირებით ხდებოდა გადარიცხვა და რეალურად ჩვენი ქვეყანა არც შეიარაღებას იღებდა და რა თქმა უნდა, ათეულობით და ასეულობით მილიონ ლარს კარგავდა. ეს არის უდიდესი ტრანსნაციონალური დანაშაულია, რომელიც საჭიროებს არა მხოლოდ ჩვენი პროკურატურის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system