თავში

ღარიბაშვილი: უხერხულია ჯარს დაამადლო160 დოლარიანი საათი

ღარიბაშვილი: უხერხულია ჯარს დაამადლო160 დოლარიანი საათი
ღარიბაშვილი: უხერხულია ჯარს დაამადლო160 დოლარიანი საათი

უბრალოდ უხერხულია ჯარს დაამადლო, თუ წამოაძახო 160 დოლარად შეფასებული საათი, - ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასაჩუქრედ ძვირადღირებული საათების შესყიდვასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.

„თანხა 83 000 დოლარი იყო, ეს არის დაახლოებით, 250 000 ლარი, ამის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში მივიღე, მაშინ არც კორონა იყო და არც პანდემია, ეპიდემია. ცნობილ ქართველ დიზაინერს, ზვიად ციკოლიას, რომელიც არის გამორჩეული თავისი კრეატიულობით, თავისი ნიჭით, მე ვთხოვე კიდევ ერთი საათი შეექმნა ჩვენი ჯარისთვის. მას მანამდე უკვე ჰქონდა შემქნილი არაერთი პროექტი პირდაპირი შესყიდვის გზით და ყოველგვარი ტენდერების გარეშე. მან თავად დაწერა „ფეისბუქ პოსტი“, სხვათა შორის, ემოციური და მინდა მას მადლობა გადავუხადო ამ გულწრფელობისთვის, ასე მოხდა შესყიდვა. მე რაზეც ვარ პასუხისმგებელი, ჩემი ბიუჯეტი და ჯარია, მე ვარ ვალდებული და პასუხისმგებელი თითოეულ დანახარჯზე თუ თეთრზე, რომელსაც მე ვხარჯავ. მე ვიცი ძალიან კარგად, რას განვკარგავ და როგორ ვხარჯავ ამ ყველაფერს. სამხედროების წახალისება ყველა ქვეყანაში ნორმაა. უბრალოდ უხერხულია ჯარს დაამადლო, თუ წამოაძახო 160 დოლარად შეფასებული საათი, თითო საათის ღირებულება 160 დოლარი გამოდის, წასახალისებელი, სამოტივაციო საჩუქარია. მოგეხსენებათ, ასევე დამკვიდრებული პრაქტიკაა იარაღის ჩუქება, რომელსაც მეც ვაკეთებ, ყველა მინისტრი აკეთებდა და გააკეთებენ მომავალშიც. ამ უზნეო, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან ისიც მოვისმინე, მაგალითად, რატომ შეუკვეთა სააღდგომო სუფრაო. ძალიან მდარე, შინაარსისგან დაცლილი, აბსოლუტურად უარგუმენტო ბრალდებაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system