თავში

ღარიბაშვილს პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა - გიგა ბოკერია

ღარიბაშვილს პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა
ღარიბაშვილს პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა - გიგა ბოკერია

ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მშვიდობიანად და სასურველია, არჩევნების გზით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც ბოლომდე შეტოპავს ასეთი რეჟიმებიდან, დრამატული ბედი ელოდებათ.

"ეს ზვავი, რომელიც ახლა გრძელდება, არის ამის მტკიცებულება. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის შეხედულება, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მშვიდობიანად და სასურველია, არჩევნების გზით. ეს ხდება კიდევ უფრო ფართო წნევისა და კონსენსუსის საგანი მთლიანად საზოგადოებაში იმის გამო, როგორი საშიშებიც არიან ისინი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს, ჩვენ ვესაუბრებოდით თავის დროზე შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს. ვინც ბოლომდე შეტოპავს ასეთი რეჟიმებიდან, დრამატული ბედი ელოდებათ. ჩვენი ამოცანაა, ნაკლებად შევატოპინოთ და მშვიდობიანად ჩამოსცილდნენ ხელისუფლებას. ჩემთვის არსებითი არის შედეგი, რომელიც არის ამ ხელისუფლების წასვლა. ამ ამოცანისთვის რაც იქნება საჭირო, იმას გავაკეთებთ. ღარიბაშვილს პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში, რაც ნათქვამი აქვს და ჩადენილი აქვს, გნებავთ ქვეყნის შიგნით, გნებავთ ქვეყნის გარეთ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system