თავში

გია ვოლსკი პრემიერის შესაძლო გადადგომაზე განცხადებას აკეთებს

გია ვოლსკი პრემიერის შესაძლო გადადგომაზე განცხადებას აკეთებს
გია ვოლსკი პრემიერის შესაძლო გადადგომაზე  განცხადებას აკეთებს

გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება

დეპუტატის თქმით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება, ქვეყანაში არსებული სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას ემსახურება.

"ინტენსიურად, ყოველი არჩევნების წინ ამორჩეულია რომელიმე პიროვნება, პიროვნებათა ჯგუფი, რომელთა მიმართ მიდის ინტენსიური ინფორმაციული შეტევა. ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც დღეს პარლამენტში იხილება. საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმძიმეს დანაშაულებებზე "ნაცმოძრაობის" პერიოდის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაზეც ფული ჩვენ ბიუჯეტიდან უნდა გადავიხადოთ. ამის გადაფარვა მიდის. სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაც მიდის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system