თავში

გია ვოლსკი: საქართველო მოწინავე პოზიციებს ძალიან მყარად იკავებს

გია ვოლსკი: საქართველო მოწინავე პოზიციებს ძალიან მყარად იკავებს
გია ვოლსკი: საქართველო მოწინავე პოზიციებს ძალიან მყარად იკავებს

საქართველო მოწინავე პოზიციებს ძალიან მყარად იკავებს და ეს იქნება განგრძობითი, - ამის შესახ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ "ჰერითიჯ ფაუნდეიშენი"-ს კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა. ვოლსკის თქმით, ამ ორგანიზაციის მსგავსად, კვლევა "ტრანს ინთერნეიშენალმაც" გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო ლიდერია არა მხოლოდ კავკასიისა და აზიის რეგიონში, არამედ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მონაცემებსაც პოზიტიურად წინ უსწრებს.

"თუნდაც, ბიზნესის კეთებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის თვალსაზრისით. ამ შემთვევაში ოპოზიცია რას იტყვის, აზრი არ აქვს. საქართველო მოწინავე პოზიციებს ძალიან მყარად იკავებს და ეს იქნება განგრძობითი. "ჰერითიჯ ფაუნდეიშენი"-ს მკვლევარმა საკითხი დააყენა არჩევნებთან დაკავშირებითაც, რომელიც ჩვენ ყველას გვაღელვებს. ეს საკითხი თავის კვლევაში დააყენა, რაც ყველას გვაღელვებს. ეს საკითხი თავის კვლევაში რომც არ შეეტანა, კარგად ვიცით, რომ ეს ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანწილად მომართულია ოპონენტების მიერ ვითარების შესარყევად და გვინდა, რომ ამ თემაზე შეთანხმებას მივაღწიოთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენბთ, ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა” სათაურით – „ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“ ნგარიში გამოაქვეყნა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system