თავში

გიგა ბოკერია: ეს დღე არის შეხსენება, რომ დავიცვათ ქვეყნის თავისუფლება

გიგა ბოკერია: ეს დღე არის შეხსენება, რომ დავიცვათ ქვეყნის თავისუფლება
გიგა ბოკერია: ეს დღე არის შეხსენება, რომ დავიცვათ ქვეყნის თავისუფლება

"ეს დღე არის შეხსენება ყველა ჩვენგანისათვის ამ ვალდებულების, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ვიყოთ ფხიზლად, რომ არ დავუშვათ არასოდეს არცერთი შემდგომი თაობისთვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლების დაკარგვა და რათქმაუნდა, ჩვენ არასოდეს არ შევეგუებით იმას, რომ საქართველოს ნაწილი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იყოს ოკუპირებული", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

ის სოხუმის დაცემიდან 27 წლის თავთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე „აფხაზთა კრების“ ინიციატივით გამართულ ღონისძიებას, სახელით „უკვდავების გადაძახილი“, დაესწრო. ღონისძიებაზე ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი წაიკითხეს, ვინც აფხაზეთის ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირნენ.

„დღევანდელი დღე არის საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე, ეს იყო დღე, როდესაც საქართველოს თავისუფლების მტერმა, რუსეთმა, განახორციელა საქართველოს განუყოფელი ნაწილის სრული ოკუპაცია, რასაც მოჰყვა ეთნიკური წმენდა, ადამიანების სიკვდილი, წამება, უამრავი მებრძოლი, რომელთა სახელებიც ამ კედელზეა გამოსახული, შეეწირა ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისათვის“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system