თავში

გიგა ბოკერია: ივანიშვილს და მის გარემოცვას დაკარგული აქვს რეპუტაცია

გიგა ბოკერია: ივანიშვილს და მის გარემოცვას დაკარგული აქვს რეპუტაცია
გიგა ბოკერია: ივანიშვილს და მის გარემოცვას დაკარგული აქვს რეპუტაცია

"იმისათვის, რომ რაიმე როლი შეასრულო, უნდა გქონდეს რეპუტაცია, ხოლო ივანიშვილს და მის გარემოცვას მსოფლიოში და რეგიონში რეპუტაცია აქვთ დაკარგული", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

ის გამოეხმაურა უშიშროების საბჭოს მოწვევას და საქართველოს მთავრობის პოზიცია ყარბაღის კონფლიქტის მიმართ შეაფასა.

ბოკერიას თქმით, უშიშროების საბჭოს მოწვევა დაგვიანებული იყო და რეალურად ის მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ასრულებს.

პრობლემა მდგომარეობას იმაში, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილს, მის გარემოცვას, მის პრემიერ-მინისტრს თუ პრეზიდენტს არც რეგიონში და არც მსოფლიოში არ და აღარ აქვთ ის ავტორიტეტი, რომ მათ სიტყვას ჰქონდეს ფასი ასეთი დაძაბულობის დროს. ეს არის საქართველოს პრობლემა, რაც არ უნდა თქვან.

უშიშროების საბჭოს მოწვევა დაგვიანებული იყო და ყველამ იცის, რომ ეს ორგანო, რეალურად აღარ არსებობს. ამიტომ, დატვირთვა აღარ აქვს იმას, რასაც იტყვიან, თორემ ისე, ეს განცხადება დაგვიანებულია და რათქმაუნდა, საქართველო ასეთ ვითარებაში არ უნდა გამოჩნდეს მხარედ ამ კონფლიქტში ჩვენ მეზობლებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიცია მყარია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ეს ხელისუფლება ვერანაირ როლს ვერ შეასრულებს, რადგან იმისათვის, რომ რაიმე როლი შეასრულო, უნდა გქონდეს რეპუტაცია, ხოლო ივანიშვილს და მის გარემოცვას მსოფლიოში და რეგიონში რეპუტაცია აქვთ დაკარგული“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system