თავში

გიგი უგულავა: ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტი შედგეს

გიგი უგულავა: ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტი შედგეს
გიგი უგულავა: ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტი შედგეს

"საპროტესტო მუხტი არსად არ წასულა და ბუნებრივია ამას თავისი ტაქტიკა და დრო სჭირდება.ეს საკითხი ჯერ კიდევ ღიაა. იქითაც აწვებიან, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ჩვენც გვთხოვენ, რომ იქნებ შეხვიდეთ [პარლამენტში]", - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა. 

მისი თქმით, საპროტესტო წნეხი, ისევე, როგორც საგარეო წნეხი საქართველოში იქნება. 

"ყველას დიდი პატივისცემის მიუხედავად, გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური ოპოზიცია საზოგადოების დაკვეთის მიხედვით. თუ სიყალბეა და თუ გროტესკია, რაც მეორე ტურში ვიხილეთ, ამაში მონაწილეობა არ უნდა მიღო.

დღეს ბატონი ჰარცელის განცხადება იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტი შედგეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლება იცვლებოდეს არჩევნების გზით. მაგრამ, ჩვენ არჩევნები არ გვქონია და ეს პარლამენტი არ წარმოაგდენს ხალხის ნებას.

ამიტომ, სიყალბეში ჩვენ მონაწილეობას ვერცავინ ვერც მოგვიწოდებს, ვერც დაგვაძალებს და თუ მოგვიწოდებს, ვეტყვით მადლობას, მაგრამ მოვიქცევით ისე, როგორც არის სწორი", - განაცხადა გიგი უგულავამ "ტვ პირველის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system