თავში

გიორგი ახვლედიანი ბურჯანაძის პარტიიდან მიდის

გიორგი ახვლედიანი ბურჯანაძის პარტიიდან მიდის
გიორგი ახვლედიანი ბურჯანაძის პარტიიდან მიდის

გიორგი ახვლედიანი პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობიდან“ მიდის. როგორც ახვლედიანმა განმარტა, მიზეზი მის წინააღმდეგ წარმოებული „ბინძური კამპანიაა“. მისივე თქმით ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომ ის „ქართული ოცნების“ არაოფიციალური ექსპერტია, ამიტომ მას არ სურს, რომ მისი გუნდი თავის მართლების რეჟიმში იყოს.

„რა თქმა უნდა, არჩევნებზე დიდ წარმატებას ვუსურვებ და რაც შეეხება ამ სიბინძურესთან და მსგავს სიბინძურესთან ბრძოლას, ამის წინააღმდეგ ჩემი ძალებით ვიბრძოლებ“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system