თავში

გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ყოველდღიურად საქმიანობს - კახაბერ ქემოკლიძე

გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ყოველდღიურად
გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ყოველდღიურად საქმიანობს - კახაბერ ქემოკლიძე

"გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა ის ყოველდღიურად საქმიანობს", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პარტიის ლიდერი ემზადება აქტიური ცხოვრებისთვის და "ქართლი ოცნების" დამარცხებისთვის. 

"გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს. მიმდინარე პროცესები გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. გვიახლოვდება ახალი საკრებულოების სამუშაოების პირველი დღეები, შესაბამისად, ის აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ის დუმს და ჩემი აზრით ეს დუმილიც ნიშანდობლივი და ამავდროულად ძალიან საინტერესოა. დუმილზე ცნობილი ამერიკული გამოთქმა მახსენდება, რომლის თანახმად, ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს. როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ, ის გეგმავს, ხოლო როდესაც სხვები ისვენებენ, ის უტევს. ამიტომ, როდესაც დუმს ადამიანი ძალიან საინტერესოა ყოველთვისლ. ჩვენ ვემზადებით აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის", - განაცხადა კახა ქემოკლიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system