თავში

გიორგი გახარია: ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო

გიორგი გახარია: ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო
გიორგი გახარია: ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო

"მეორე ტურში არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ პოლიტიკოსმა, რომელსაც მოსახლობის ნაწილმა ნდობა გამოუცხადა, მონაწილეობა მიიღოს კონსტრუქტციულ პოლიტიკურ პროცესში.

ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პირველ და მეორე ტურში, პანდემიის დროს, გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა, იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში. რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა. ეს არის როგორც ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის დაკვეთა, ასევე, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო“, – განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system