თავში

გიორგი გახარია: დაკარგული ტერიტორიები მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ

გიორგი გახარია: დაკარგული ტერიტორიები მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ
გიორგი გახარია: დაკარგული ტერიტორიები მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს ყოველდღიური შრომით“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ის საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ ყველა სახის რეაქცია ჩვენი მხრიდან იქნება ჩვენს საერთაშორისო პარტნორებთან შეთანხმებული. ყველა იმ გამოწვევაზე, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები საუბედუროდ ყოველდღე ხვდებიან, გატაცებებზე, ყველა ამ ნაბიჯზე, ჩვენი პასუხი იქნება პრაგმატული, ცივი გონებით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული ჩართულობით და რაც მთავარია, მშვიდობიანი. ეს არის ჩვენი პოლიტიკის საფუძველი და აბსოლუტურად მკაფიოდ გააზრებული გადაწყვეტილება, ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა, რომელსაც გავაგრძელებთ”, - განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system