თავში

გიორგი გახარია მერის არჩევნების მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს დაუჭერს

გიორგი გახარია მერის არჩევნების მეორ
გიორგი გახარია მერის არჩევნების მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს დაუჭერს

გიორგი გახარია თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტურში ხმას არცერთ კანდიდატს დაუჭერს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. 

"გარანტიას გაძლევთ ათას პროცენტიანს, რომ არცერთს არ მოვხაზავ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

საქართველოს ექს-პრემიერმა განაცხადა, რომ არჩევნებზე წავა და პოზიციასაც ღიად დააფიქსირებს. 

"ერთიც და მეორეც მომავლის არჩევანს უსპობს ჩემს ქვეყანას. წარმოდგენა არ აქვთ მაგათ ჩვენი ამომრჩეველი ვინ არის, ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელსაც კარგად ესმის, რა არის სამართლიანი სახელმწიფო და ისიც კარგად ესმის, რომ არც ერთი და არც მეორე ამის გამკეთებელი არ არის", - განაცხადა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system