თავში

გიორგი გახარია მსოფლიო ბანკს მადლობას უხდის

გიორგი გახარია მსოფლიო ბანკს მადლობას უხდის
გიორგი გახარია მსოფლიო ბანკს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ბანკს და საფინანსო ინსტიტუტის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

მსოფლიო ბანკის მიერ COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფას მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„მადლობას ვუხდი მსოფლიობანკს 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერისთვის. მეტიც, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას პროექტის -  Log In Georgia ფარგლებში, რათა სოფლად 700-ზე მეტი ადგილი დავუკავშიროთ ინტერნეტს. ერთად დავძლევთ კრიზისს! მადლობა სებასტიან მოლინეუსს მისი ძალისხმევისთვის!“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system