თავში

გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები წარადგინა

გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები წარადგინა
გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები წარადგინა

საქართველოს მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკური მიმართულებით ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი იქნება, ხოლო და საგარეო ურთიერთობებისა და დეოუკაპციის მიმართულებით - დავით ზალკალიანი.

გიორგი გახარიამ მაია ცქიტიშვილს და დავით ზალკალიანს წარმატებები უსურვა. 

„მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. პირველ რიგში ეს არის გლობალური პანდემია და გლობალური ეკონომიკური კრიზისი. საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში პირდაპირ არის გაწერილი პრიორიტეტები - ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია, ინტეგრაცია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი მიზნის - ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყველა ეკონომიკური რეფორმის ეფექტურობა უახლოეს წლებში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, რათა გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და 2024 წლისთვის საქართველო იყოს მზად ხმამაღალი და დამსახურებული განაცხადისთვის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა და ამიტომ, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით - მაია ცქიტიშვილი“, - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება დავით ზალკალიანს, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტული იქნება ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია.

"საქართველოსთვის პრიორიტეტული იქნება ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დღეს, როცა რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებს უფრო დიდი მნიშვნელოვა ენიჭება, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში და პირველ რიგში, რომ გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ასევე ქვეყნის NATO-ში შემდგომი ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, პასუხი ოკუპაციაზე და იმ მოვლენებზე, რომელიც რეგიონში ვითარდება. ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავება, რომ ქვეყნის, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ცნობისთვის, ცქიტიშვილს აღნიშნული თანამდებობა მთავრობაში მანამდეც ეკავა, ხოლო ზალკალიანმა ამ პოზიციაზე შეცვალა თეა წულუკიანი, რომელიც ამჟამად პარლამენტის წევრია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system