თავში

გიორგი კანდელაკი ციხელაშვილის და კუჭავას ევროპარლამენტში გამოსვლას აკრიტიკებს

გიორგი კანდელაკი ციხელაშვილის და კუჭავას ევროპარლამენტში გამოსვლას აკრიტიკებს
გიორგი კანდელაკი ციხელაშვილის და კუჭავას ევროპარლამენტში გამოსვლას აკრიტიკებს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას ევროპარლამენტში გამოსვლას აკრიტიკებს. კანდელაკის თქმით, არც ციხელაშვილს და არც კუჭავას სერიოზულად და მკაფიოდ არ აღუნიშნავს, რას ითხოვს საქართველო, იმისთვის, რომ დეოკუპაციის გზაზე წინ წაიწიოს.  

„მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიოტორიებზე არსებული ვითარება კარგად დაახასიათა და ზუსტად აღწერა ის მძიმე მდგომარეობა, რაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი, არც ქალბატონ ციხელაშვილს და არც ბატონ კუჭავას არანაირი სერიოზული თხოვნა არ დაუყენებიათ თუ რას ითხოვს საქართველო, რომ დეოკუპაციის გზაზე წინ წაიწიოს, იმისათვის, რომ გაჩნდეს რაიმე პრევენციული ფაქტორი, რომ მომავალში მკვლელობები და გატაცებები აღარ მოხდეს. არც ციხელაშვილს და არც კუჭავას არ მოუთხოვიათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებათა დარღვევების ევროკავშირის მიერ რუსეთზე უკვე დაწესებულ სანქციებში შეტანა. არცერთ მათგანს არც კი უხსენებია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და არცერთ მათგანს არ უხსენებია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაქარასტერის ინიციატივა, რომელიც საერთოდ მათ გვერდზე იდგა, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა, ანუ რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთზე უკვე დაწესებულ სანქციებში. არცერთ მათგანს ჩვენი დევნილებისთვის წართმეულ ქონებაზე არ უსაუბრია - განაცხადა კანდელაკმა. 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა  ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system