თავში

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს
გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს

საქართველოს მეოთხე პრეზიდნტი, გიორგი მარგველაშვილი მესამე პრეზდიენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, ის შესაბამის უწყებას შეხვედრის მოთხოვნით ოფიციალურად დღეს მიმართავს.

"გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდები საქართველოს მესამე პრეზიდენტს და დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს, მომცენ შესაძლებლობა ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის" - თქვა გიორგი მარგველაშვილმა "მთავარ არხთან".

ამასთან, გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი იყო პროცესზე, რომელიც თავად სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაიწყო. მარგველაშვილის შეფასებით, შეთანხმებასთან დაკავშირებით, მოქმედი პრეზიდენტის პოზიცია დროული და ადეკვატურია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system