თავში

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება
გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. მისი განმარტებით, საქართველო აშკარა საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ქვეყანამ დასავლური კურსი არ შეცვალოს. 

"კომფორტი იმისა, რომ მივცეთ შესაძლებლობა, საქართველოს დემოკრატიული და დასავლური კურსი შეიცვალოს, მე ვფიქრობ, არც მე მაქვს და არც არავის, ვინც პოლიტიკაში ვიყავით და თავისი ახალგაზრდობა იმ რეალობაში იცხოვრა, რომ ოდესმე ჩვენ გავხდებით დემოკრატიული და დასავლური ქვეყანა. აქედან გამომდინარე შევეცდებით, რომ ამ პროცესში ვიყოთ ის ჯარისკაცები, რომლებიც ვიცავდით დემოკრატიულ და დასავლურ არჩევანს მანამდეც,"- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს რა ფორმით დაბრუნდება პოლიტიკაში, თუმცა აცხადებს, რომ ის ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის მზად არის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system