თავში

გიორგი მარგველაშვილს დაცვა მოუხსნეს

გიორგი მარგველაშვილს დაცვა მოუხსნეს
გიორგი მარგველაშვილს დაცვა მოუხსნეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მას დაცვა გაუუქმეს. ამის შესახებ მარგველაშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„გუშინ გულითადი მადლობა გადავუხადე ჩემი პირადი დაცვის წევრების შესანიშნავი სამსახურისთვის და გამოვემშვიდობე მათ – ეს საუკეთესო თანამებრძოლების გუნდია. ეს იყო გზააბნეული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიზირებული გადაწყვეტილება, რათა ძირი გამოუთხარონ პრეზიდენტის ინსტიტუტს“, – წერს გიორგი მარგველაშვილი.

გასულ წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლებათ, თუმცა დაცვა შეიძლება დაენიშნოთ მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system