თავში

გიორგი რურუა რომ ციხეშია, მეტწილად, ოპოზიციის ბრალია - ელისაშვილი

გიორგი რურუა რომ ციხეშია, მეტწილად, ოპოზიციის ბრალია - ელისაშვილი
გიორგი რურუა რომ ციხეშია, მეტწილად, ოპოზიციის ბრალია - ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმების მიუხედავად, ის, რომ "მთავარი არხის" თანადამფინანსებელი, გიორგი რურუა საპატიმროში რჩება, დიდწილად ოპოზიციის ბრალია. 

"8 მარტის შეთანხმება არ შესრულდა? ერთადერთი, გიორგი რურუა დატოვეს და იქაც არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ. თავის თავში ჩაიხედონ. ვერ ვილაპარაკებ, ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ დახურულ შეხვედრაზე "ქართულმა ოცნებამ" რაღაცები რომ უთხრა და რაღაცები გაახსენა ოპოზიციას, სიმართლე გითხრათ, ყველამ თავი დახარა. ის, რომ გიორგი რურუა გარეთ არ არის, დიდწილად არის ოპოზიციის ბრალი". - ამბობს ელისაშვილი ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system