თავში

,,გირგვლიანი სისტემის მსხვერპლი იყო" - გიგა ბოკერია

,,გირგვლიანი სისტემის მსხვერპლი იყო" - გიგა ბოკერია
,,გირგვლიანი სისტემის მსხვერპლი იყო - გიგა ბოკერია

,,დიახ, სისტემის მსხვერპლი იყო სანდრო გირგვლიანი და სხვა ყველა, ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდა სისტემის, სადაც ერთ პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა სრული კონტროლი", - ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ დასმულ კითხვას.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს.

,,დიახ, სისტემის მსხვერპლი იყო სანდრო გირგვლიანი და სხვა ყველა, ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდა სისტემის, სადაც ერთ პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა სრული კონტროლი და მიუხედავად იმისა, რომ სწორი მიმართულებით მიდიოდა ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან, ქვეყნის გარეთ მტრებთან და სამართალდამცველი ორგანოები ამ ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი, ივანიშვილისგან განსხვავებით, ამ სწორ ბრძოლაშიც, თუ არ გაქვს გამაკონტროლებელი მექანიზმები და სასამართლო, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს და ეს აღარ უნდა დავუშვათ.

მე მაშინ ვიყავი პოლიტიკური ლიდერი პარლამენტში, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, მე პასუხისმგებელი ვიყავი ყველაფერზე, რაც მოხდა, ან არ მოხდა. სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ მიმიძღვის, თუ ამ აღიარებას ელოდებით უკვე მეორე გადაცემაა ჩემგან. მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, განსხვავებით ივანიშვილის გარემოცვისგან მე და ჩვენ გუნდს, "ევროპულ საქართველოს", ვინც მაშინ იყო ამ გუნდში, კარგად გვაქვს გაცნობიერებული რას ნიშნავს, სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ამაზე პროაქტიურად, თქვენი კითხვების გარეშე ბევრს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერში".

შეგახსენებთ, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე მოკლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system