თავში

გომელაური შს მინისტრად, ღარიბაშვილი თავდაცვაში - გახარიას გუნდი

გომელაური შს მინისტრად, ღარიბაშვილი თავდაცვაში - გახარიას გუნდი
გომელაური შს მინისტრად, ღარიბაშვილი თავდაცვაში - გახარიას გუნდი

საქართველოს პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ მას შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური შეცვლის, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან მისი კანდიდატად წარდგენის შემდეგ განაცხადა. 

ვახტანგ გომელაური ერთხელ უკვე იყო შინაგან საქმეთა მინისტრში, მას შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს.

გომელაურის სამუშაო გამოცდილება: 

  • 1994 წლიდან — სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახური, სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი;
  • 2002 წლიდან — შსს დაცვის პოლიცია;
  • 2013 წლამდე – პრემიერ-მინისტრ — ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი;
  • 2013-2014წწ. — შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • 2015 წელს — შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • 2015 წლიდან — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტი.

ღარიბაშვილი ერთხელ უკვე იყო არათუ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში, არამედ პრემიერიც.

ღარიბაშვილის სამუშაო გამოცდილება

  • 2004-200წწ. — შპს ბურჯის(ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი;
  • 2005 წელს — შპს ბურჯის(ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
  • 2005-2008წწ. — სს "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე;
  • 2006 წელს — საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი;
  • 2009-2012წწ. — შპს(ლეიბლი) "ქართული ოცნების" დირექტორი;
  • 2012-2013წწ. — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • 2013-2015წწ. — საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system