თავში

გორის მერის ორი მოადგილე გახარიას გუნდს შეუერთდა

გორის მერის ორი მოადგილე გახარიას გუნდს შეუერთდა
გორის მერის ორი მოადგილე გახარიას გუნდს შეუერთდა

გორის მერის ორმა მოადგილემ - პაატა ივანიშვილმა და ერასტი ელიჯარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მათ საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

ორივე მათგანი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდში გადადის.

ერასტი ელიჯარაშვილის განცხადებით,  "ქართული ოცნების" მხრიდან გარკვეული ზეწოლაც ხორციელდებოდა.

"გაცნობებთ, რომ პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არაა და არც გამოვეკიდებით მას, ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას. მმართველ პარტიას მინდა ვუთხრა, ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს რომელთა სიაც აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას. გორელებს, გორს დავეხმარებით გიორგი გახარიას გუნდთან ერთად, ვემზადებით თვითმართველობის არჩევნებისთვის",- განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system