თავში

გუნდის სურვილია, რომ მისი ლიდერობით გავიმარჯვოთ - თალაკვაძე მერობის კანდიდატზე

გუნდის სურვილია, რომ მისი ლიდერობით გავიმარჯვოთ - თალაკვაძე მერობის კანდიდატზე
გუნდის სურვილია, რომ მისი ლიდერობით გავიმარჯვოთ - თალაკვაძე მერობის კანდიდატზე

დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატების ერთ-ერთი განსახილველი საკითხი თვითმმართველობის არჩევნები და მერობის კანდიდატები იქნება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, გუნდის სურვილია, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კახი კალაძე იყოს.

"საზოგადოებას ვპირდებით, რომ მაქსიმალურად დროულად, კამპანიის დაწყებამდე, უკვე ცნობილი იქნება თბილისის და მთელი საქართველოს მასშტაბით მერობის კანდიდატები.

რასაკვირველია, კახა კალაძე არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მერი დედაქალაქის, ის არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი და მთელი გუნდის სურვილი გახლავთ, რომ სწორედ მისი ლიდერობით გავიმარჯვოთ თვითმმართველობის არჩევნებში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, "ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system