თავში

გუშინ საერთოდ კომიკური რამ მოვისმინე - ვოლსკი

გუშინ საერთოდ კომიკური რამ მოვისმინე - ვოლსკი
გუშინ საერთოდ კომიკური რამ მოვისმინე - ვოლსკი

ვერ გეტყვით, რომ დიდი სიხარული გამოიწვია კახა კუჭავას გადაწყვეტილებამ, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი ორი აზრი არ არსებობდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ხისტი დაპირისპირებაა, რადგან შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით და პროექტზე, რომელშიც კახა კუჭავა მიიღებს მონაწილეობას დიდი ხანია მსჯელობენ.

"პროექტზე ჯერ დეტალებში არ იქნება საუბარი. ასეთი პროექტი რამდენიმე არსებობს და უკვე დიდი ხანია, კახას ამასთან დაკავშირებით აქვს გარკვეული დამოკიდებულება, კონცეფცია და რასაკვირველია, მისი გადადგომა არ არის განპირობებული რამე სხვა მიზეზით. საზოგადოებისადმი პატივისცემა და უპატივცემულობა ამით არ გამოიხატება, არანაკლებ ღირსეული კანდიდატურა წარმოვადგინეთ და რაღაცის გადაფარვა და შეპარება, პოლიტიკურ ველზე ასეთი თამაში და გარიგებები არ არის ჩვენი ხელწერა და ოპოზიციასაც თავის პირადი გამოცდილებიდან აქვს ასეთი დასკვნები. 

არ ვიცი, რა შთაბეჭდილებას ტოვებს საზოგადოებაში შალვა პაპუაშვილი, მაგრამ ეს არის მაღალი კლასის იურისტი, საკმაოდ დადებითი პიროვნება, თავდადებული თავის ქვეყნისთვის და არანაირ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ქვეყნის ინტერესს, რასაკვირველია, განსხვავებული პოზიცია კახა კუჭავასგან არ გააჩნია და გუნდში ერთნაირია პოზიცია. სიხისტე მას ნამდვილად არ ახასიათებს. ძალიან სერიოზული ეჭვი მაქვს იმ ადამიანების პროევროპულობაზე, რომლებიც ამ განცხადებებს აკეთებენ, რადგან პროევროპული ნამდვილად არ არის ადამიანის წამება ან მწამებლის მხარდაჭერა და ეს არის რეალურად ის სურათი, რაც წლების განმავლობაში გვქონდა. გუშინ საერთოდ კომიკური რამ მოვისმინე, რომ „ქართული ოცნების“ შიდა წყაროებიდან ერთ-ერთი ტელევიზიისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიტსაბჭო მიმდინარეობს ძალიან ხისტი დაპირისპირების პირობებში, რაც არათუ სიმართლეს არ შეესაბამება, საინფორმაციო სივრცეში ასეთი მოქმედება არის მორალური სიბინძურე. დაპირისპირება არ არსებობს და კამათი რომც არსებობდეს, ამაში ცუდი არაფერია, მთავარია, რომ გადაწყვეტილება ერთი იყოს.

შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა კარგა ხანია, იხილება და ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც გაფორმდა პოლიტსაბჭოში, ყველაზე მოკლე პერიოდი დაიკავა, აზრები გავუზიარეთ ერთმანეთს და გარკვეული ოფიციალური განცხადებები გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით, პროექტზე და მასში კახას მონაწილეობაზე კარგა ხანია, ვმსჯელობთ. ვერ გეტყვით, რომ დიდი სიხარული გამოიწვია კახას გადაწყვეტილებამ, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი ორი აზრი არ არსებობდა", – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system