თავში

ჰარცელი: დამკვირვებლებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა COVID-19-ია

ჰარცელი: დამკვირვებლებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა COVID-19-ია
ჰარცელი: დამკვირვებლებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა COVID-19-ია

არჩევნების დამკვირვებლებთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი გამოწვევა COVID-19-ია, ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

"ფოკუსირებული ვარ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიაზე. იმედია, ამ ჯგუფების პირველი ნაწილის ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ დღეს განცხადებას, რომ ვხედავთ სტრუქტურის ჩამოყალიბებას. შემდეგი ნაბიჯი იქნება გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა და მერე მოკლევადიანების. ყველაზე დიდი გამოწვევა COVID-19-ია. ამაზე ბრიუსელში აქტიურად ვმუშაობთ, მუშაობენ ჩვენი წევრი სახელმწიფოები, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი შესაძლებლობები და შევძლოთ მონიტორების ადგილზე გაგზავნა. ასევე, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ოდირ-საც ექნება სრულმასშტაბიანი მისია. ეს მუშაობა გრძელდება და ზუსტი პასუხი არ მაქვს, თუმცა ჩემს დღის წესრიგში პრიორიტეტული თემაა," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system