თავში

გიორგი გახარიასა და ვლადიმერ ზელენსკის შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება

გიორგი გახარიასა და ვლადიმერ ზელენსკის შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება
გიორგი გახარიასა და ვლადიმერ ზელენსკის შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტს გუშინაც შეხვდა. 

სუამ-ის პლენარული სხდომის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ვლადიმერ ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში გუშინ, 12 დეკემბერს დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system