თავში

ხმაური და დპირისპირება იყო ვაკის მეორე საოლქო საარჩევნო კომისიასთან

ხმაური და დპირისპირება იყო ვაკის მეორე საოლქო საარჩევნო კომისიასთან
ხმაური და დპირისპირება იყო ვაკის მეორე საოლქო საარჩევნო კომისიასთან

ვაკის მეორე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთმანეთს ,,ნაციონალური მოძრაობის"წარმომადგენელი და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ მას აქვს უფლება შევიდეს საოლქო საარჩევნო უბანზე და დაესწროს პროცესებს, თუმცა ამის უფლებას არ აძლევენ.

„მე გახლავართ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ოლქში, რომელსაც აქვს უფლება ოლქში მიმდინარე ნებისმიერ პროცესებს დავაკვირდე. დღეს მიმდინარეობს ნომერ მეორე საოლქო საარჩევნო კომისიაში, კომისიის პირველი სხდომაა, სადაც არ მაძლევენ დასწრების უფლებას“, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ამ კონკრეტულ პიროვნებას არ აქვს შესაბამისი აკრედიტაცია და სწორედ ამიტომ არ აქვს პროცესებში მონაწილეობის უფლება.

"ყველა უფლება მოსული პირი ვინც არის საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტირებული და წარმომადგენლობა გააჩნია ნებისმიერი თავისუფლად შემოდის საუბნო საარჩევნო კომისიაში და ესწრება პირველ სხდომებს. ქალბატონი ლია არ გახლავთ საუბნო საარჩევნო კომისიაში",- განაცხადა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system