თავში

,,ქართული ოცნება" ხვალ მასშტაბურ შეკრებას გამართავს

,,ქართული ოცნება" ხვალ მასშტაბურ შეკრებას გამართავს
,,ქართული ოცნება ხვალ მასშტაბურ შეკრებას გამართავს

თბილისში, თავისუფლების მოედანზე 14 დეკემბერს, “ქართული ოცნება" მასშტაბურ შეკრებას გამართავს. 

,,ერთად აღვნიშნოთ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, მხარი დავუჭიროთ ქართულ ოცნებას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს!", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. ასევე გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და დესტრუქციული ქმედებებისგან,”-განაცხადა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system